Elan

Brand:

მიიღე გამოცდილი აგრონომის კონსულტაცია უფასოდ

თავსებადობა: უნდა შემოწმდეს გამოყენების ყოველ ჯერზე.
ტოქსიკურობა: II კლასი. დაცვითი მოქმედების დრო: 2-6 კვირა.
რეგისტრაციის ნომერი: 1607
მოქმედების მექანიზმი: ელანი წგდ – არის არასისტემური პრეპარატი, რომელიც აღწევს მცენარის ქსოვილში ტრანსლამინარული გზით. ახდენს ქერცლფრთიანების (პეპლების, მატლების) პარალიზებას, რომლებიც წყვეტენ კვებას.
სამუშაო ხსნარის მომზადება: სამუშაო ხსნარს ამზადებენ შესხურების დღეს სპეციალიზირებულ ადგილზე. სამუშაოს დაწყებამდე უნდა შემოწმდეს საწამი აპარატის, მილების სისუფთავე. უნდა განისაზღვროს წამლის საჭირო რაოდენობა. შეივსოს ბაკი წყლის საჭირო რაოდენობის ნაზევრით, დაემატოს პრეპარატი და ამრევის საშუალებით მოხდეს პრეპარატის წყალში გახსნა. შემდეგ დაემატოს წყლის მეორე ნახევარი. ამრევი უნდა vმუშაობდეს შესხურების დასრულებამდე.
ფიტოტოქსიკურობა: რეკომენდირებული ხარჯვის ნორმების გამოყენებისას ფიტოტოქსიკურობა არ ფიქსირდება.
შენახვა: პრეპარატი ინახება ქარხნული შეფუთვით, პესტიციდების შენახვისთვის განკუთვნილ შესანახ სათავსოში, +5° C-დან 30° C-მდე
ტარის განადგურების მეთოდი: დაუშვებელი ტარის მეორადი გამოყენება. ის უნდა განადგურდეს ქვეყანაში არსებული წესების სრული დაცვით, უტილიზაციისთვის განკუთვნილ ადგილებში.
უსაფრთხოების ნორმები მუშაობისას, ტრანპორტირებისას და შენახვისას: მუშაობისას აუცილებლად დაცული უნდა იქნას ჰიგიენური ნორმები, დაუშვებელია ჭამა, დალევა, მოწევა.
პირველადი სამედიცინო დახმარების პირველადი სამედიცინო დახმარების მეთოდები: მოწამვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული შემდეგი ზომები : მოწამლული დაუყოვნებლი უნდა იქნეს გამოყვანილი საშიში ზონიდან. უნდა მოხდეს დასვრილი ტანსაცმლის მოცილება. კანი ჩამოიბანოს საპნით და წყლით. თვალების დაბანა უნდა მოხდეს გამდინარე წყლით 5 წუთის განმავლობაში. გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. არ შეიძლება ღებინების ხელოვნურად გამოწვევა.
შენიშვნა: პრეპარატის არასწორი გამოყენებისას მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას უარყოფითი შედეგების დადგომაზე. მწარმოებელი იძლევა გარანტიას პრეპარატის მაღალ ხარისხზე.

 

გამოყენების რეგლამენტები: