კიტრი

კატეგორია:

იტრი ძველთაგანი კულტურაა საქართველოში. საქართველოში კიტრი ამჟამად ყველგან გვხვდება, მაღალმთიან რაიონებშიც, ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზეც. მას სასურსათო პროდუქტად იყენებენ ზრდადაუმთავრებელ, ფიზიოლოგიურად უმწიფარ მწვანე ნაყოფის სახით. გარდა ამისა ფართო გამოყენება აქვს გადამუშავებულს – მწნილების სახით, ქორფა 3-4 დღის მასრებისაგან პიკულებს ამზადებენ. მას ძირითადად საგემოვნო მნიშვნელობა აქვს, რაც გამოწვეულია ქიმიური შემადგენლობით.

კიტრი შეიცავს 97% წყალს, 0,5% უჯრედისს; აზოტოვანი ნივთიერებებს – 0,75%-0,9%; შაქრებს 1,1-3,8%; საკმაოდ დიდი რაოდენობის შაქრების არსებობა ნაყოფის დამჟავების დროს ხელს უწყობს რძის მჟავა დუღილს. კიტრი ყუათიანობით თითქმის ყველა ბოსტნეულს ჩამორჩება. ბოსტნეულის ფართობებში მას დიდი წილი უკავია.