ნესვი

კატეგორია:

საზამთრო, ნესვი და გოგრა ბაღჩეული კულტურებია, გამოიყენებიან როგორც სასურსათო პროდუქტები, ასევე პირუტყვის საკვებწარმოებაში და ტექნიკური გადამუშავებისათვისაც. ფართობის ერთეულზე იძლევიან დიდ მოსავალს. საზამთრო და ნესვი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრებს (12%), მდიდარია A, B და C ვიტამინებით. საზამთროს გადამუშავების შედეგად მიიღება ბადაგი („საზამთროს თაფლი“), ხილფაფა, სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმი. ბაღჩეულთა თესლი, განსაკუთრებით გოგრის, შეიცავს 50%-მდე ზეთს. მისი დადამუშავების შედეგად მიიღება სასურსათო ზეთი.

 პირუტყვის საკვებად გამოყენებულია საზამთროს და გოგრის სპეციალური ჯიშები, რომლებიც საუკეთესო წვნიანი საკვებია და ხელს უწყობს წველადობის გადიდებას.