ნიორი

კატეგორია:

ნიორის გამოყენებას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის შეიცავს ეთერზეთებს და გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური საშუალება. მისი ბოლქვი შეიცავს: წყალს, აზოტოვან ნივთიერებებს, უჯრედის, ნაცარს, C ვიტამინს. ჩვენში ამ კულტურის ბევრი ჯიში არ არის. საქართველოში გავრცელებულია ადგილობრივი ჯიში – გორული, რომელიც გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტის გორის საცდელი სადგურის მიერ გამორჩევით ჯიშ-პოპულაციიდან. გორულის გარეთა ქერქი მოიისფრო შეფერილობისაა, კბილები მსხვილი აქვს, დაახლოებით 7-12 ცალი. თესლბრუნვაში მისთვის კარგი წინამორბედია პარკოსანი კულტურები, კიტრი, ბაღჩეული, საადრეო მარცვლეული.